საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად: 
# თქვენ უნდა ატაროთ სამედიცინო პირბადე შენობაში 
 # ჩაიტაროთ ანტიგენის სწრაფი ტესტი ღონისძიების დღეს. 
 როგორია პროცედურა? 
 1. სინჯის აღების მეთოდი: ნერწყვის შეგროვება (სითხე პირის ღრუდან). 
 2. მომზადება: არ ჭამოთ, არ დალიოთ, არ დაღეჭოთ საღეჭი რეზინი და არ მოწიოთ სიგარეტი ნერწყვის (პირის ღრუდან სითხის) შეგროვებამდე 10 წუთით ადრე. პერორალური სითხის შეგროვება შესაძლებელია დღის ნებისმიერ დროს. 
 3. კვლევის მეთოდი: იმუნოქრომატოგრაფიული ანალიზი. 
 4. ტესტის მგრძნობელობა - 90,1%, სპეციფიკურობა - 99,3%. 
 5. დასრულების დრო: 15 წუთი. 
 6. ღირებულება 30 ლარი. შესაძლებელია პლასტიკური ბარათითი გადახდა. 
 ანტიგენის ტესტი აუცილებელია, თუ არ ხართ ორი დოზით ვაქცინირებული ან არ გაქვთ აქტიური PCR ტესტი (სინჯის აღებიდან გასულია 72 საათზე მეტი)